იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები ყოფილ გენერალურ პროკურორს, ამავდროულად, გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ.
დეპუტატებმა კითხვები დასვეს შეხვედრაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლში გაიმართა და რომელსაც, მამუკა ხაზარაძის თქმით, გენერალური პროკურორი შოთაძეც ესწრებოდა.
„რამდენიმე კითხვა იყო შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში შედგა. მე ამ შეხვედრაზე ვისაუბრე დეტალურად საპროკურორო საბჭოს ფარგლებში. ჩემი პასუხები ვრცლად გავრცელდა. ერთადერთი იმას გავიმეორებ, რომ გენერალურ პროკურორს აქვს სრული უფლება აწარმოოს კერძო შეხვედრები, თუ ისინი არ ეხება მის სამსახურეობრივ საქმიანობას, ან კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეს. ეს არის გენერალური უფლებები და ამას ვერავინ შეზღუდავს. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განახორციელოს პირადი შეხვედრები, მაშინ ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა აისახოს. ამ შეხვედრაზე შემთხვევით მოვხვდი, მონაწილეობა საუბრებში არ მიმიღია. არ მახსოვს ხაზარაძის სასარგებლოდ რა ვთქვი, მაგრამ მე როგორც მახსოვს, საერთოდ არ ჩავრეულვარ ამ საუბარში”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.