შოვში 22-ე ადამიანის ცხედარი იპოვეს

პუბლიკა

შოვში სტიქიის შემდგომ სამაშველო სამუშაოებისას 22-ე ადამიანის ცხადარი იპოვეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 11 ადამიანის ძებნა გრძელდება.

სამძებრი-სამაშველო სამუსაოები გრძელდება, როგორც გუშინ მღებრიშვილმა განაცხადა, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება „იქამდე, ვიდრე იარსებებს მცირე შანსიც, რომ გარდაცვლილები იპოვონ.“

რაჭაში, შოვთან 3 აგვისტოს ჩამოწოლილმა მეწყერმა და ღვარცოფმა კურორტზე მყოფი ადამიანების ნაწილი იმსხვერპლა.

მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მერვე დღეა მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მაშველებთან ერთად მუშაობენ პოლიციის დანაყოფები, კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვს და ინფრასტრუქტურის სამინისტროების თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.

მაშველებმა 11 აგვისტოს მონაცემებით 22 ცხედარი იპოვეს, ჯერ კიდევ ეძებენ 11 დაკარგულს.