შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - 7 ადამიანს კვლავ ეძებენ

პუბლიკა

შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში კვლავ ეძებენ  7 დაკარგულ ადამიანს.


რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს დაახლოებით 4 საათისთვის სასტუმრო „სანსეტ შოვის” მიმდებარედ ჩამოწვა. ამ დროისთვის, დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მეწყერს 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შოვში სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.