შოვში მომხდარზე გამოძიება ორი მუხლითაა დაწყებული - მღებრიშვილი

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის ცნობით, შოვში მომხდარზე გამოძიება ორი მუხლითაა დაწყებული.

„ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს მუხლები, ასე რომ, გამოძიება, რა თქმა უნდა, დაწყებულია“, – განაცხადა მან შოვში მედიასთან.

შინაგან საქმეთა სამინისტოში აზუსტებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მეხუთე დღეა სამაშველო ღონისძიებას აწარმოებენ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბოლო ცნობით, დილიდან მუშაობა განაახლა ორმა ვერტმფრენმა, პოლიციის დანაყოფებმა, კინოლოგთა ჯგუფმა, თავდაცვს და ინფრასტრუქტურის სამინისტროების თანამშრომლებმა. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.

მაშველებმა ამ დროისთვის 18 ცხედარი იპოვეს.