შრომის ინსპექცია ობიექტებს ახალი სტანდარტის შესაბამისად შეამოწმებს

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებს შრომის ინსპექცია ახალი სტანდარტის შესაბამისად შეამოწმებს.

„ყველა იმ სამუშაო სივრცეში, სადაც დასაქმებულებს უწევთ ყოფნა, დეტალურად განისაზღვრა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას შესასრულებელი მოქმედებები, მათ შორის ინსპექტირებამდე, ინსპექტირების პროცესში და ინსპექტირების დასრულების შემდგომ. ეს ეხება სახელმწიფო კონტროლის ძირითად პრინციპებს, ამოცანებსა და მექანიზმებს, ინსპექტირების სახეებსა და მიმართულებებს, ასევე – ობიექტის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების წესს, ობიექტზე შესვლისას და ობიექტის ინსპექტირებისას გასატარებელ ღონისძიებებს, ოქმის შევსების, მითითების მიცემისა და შემოწმების აქტის შევსების წესებს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი თქმით, ინსპექტირების წესის განსაზღვრა დაეხმარება დამსაქმებელსა და დასაქმებულს, ჰქონდეთ ინფორმაცია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გასატარებელი ქმედებების შესახებ.