შრომის უფლებადარღვეულებს ჩვენი პარტნიორები უფასო კონსულტაციას გაუწევენ - ღია საზოგადოების ფონდი

პუბლიკა

„ღია საზოგადოების ფონდის“ განცხადებით, არაერთმა დასაქმებულმა დაკარგა სამსახური ან სხვაგვარად დაერღვა შრომის უფლება. ზოგიერთ შემთხვევაში, დამსაქმებელმა თანამშრომლები იძულებით და არაანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დასაქმებულების შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე დაუკავეს ხელფასი ან მისი ნაწილი ან თვითიზოლაციის წესის დარღვევას და სამსახურში გამოცხადებას აიძულებდნენ.

შრომის უფლებადარღვეულ პირებს ფონდი მოუწოდებს, უფასო სამართლებრივი კონსულტაციის მისაღებად მიმართონ პარტნიორ ორგანიზაციებს –  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს“ და „პროფესიულ გაერთიანება სოლიდარობის ქსელს“.

ფონდის განცხადებით, შესაძლებლობის ფარგლებში, იურისტები მოგაწვდიან ინფორმაციას თქვენი უფლებებისა და სამართლებრივი გამოსავლების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, დაგეხმარებიან, მოამზადოთ სარჩელი ან სხვა იურიდიული დოკუმენტაცია.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – legalaid@gyla.ge

სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი – solnetworkerscenter@gmail.com; 591986787

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – info@emc.org.ge