შრომითი უფლებები | „ღირსეული შრომის პლატფორმა“ დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პარტიებს

პუბლიკა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ღირსეული შრომის პლატფორმა შრომითი უფლებების შესახებ პოლიტიკური პარტიების ხედვით დაინტერესდა.

ღია საზოგადოების ფონდი აქვეყნებს პლატფორმის მიერ მოძიებულ ხედვებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • მინიმალური ხელფასი(მხარს უჭერთ კანონმდებლობით მინიმალური ხელფასის განსაზღვრას იმ ოდენობით, რაც საკმარისი იქნება ცხოვრების მინიმალური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად?);
  • შრომის ინსპექცია(საჭიროდ მიგაჩნიათ, რომ შრომის ინსპექცია ზედამხეველობდეს შრომის უსაფრთხოებასა და უფლებების დაცვას და დარღვევის შემთხვევაში აჯარიმებდეს/აფრთხილებდეს დამსაქმებელს?);
  • ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება(მხარს უჭერთ ზეგანაკვეთური სამუშაოს მინიმალური ტარიფის კანონმდებლობით განსაზღვრას?);
  • უმუშევრობის დაზღვევა/შემწეობა(ეთანხმებით უმუშევრობის დაზღვევის ან/და სახელმწიფო უმუშევრობის შემწეობის სისტემის ამოქმედებას?);
  • დეკრეტული შვებულება(საჭიროდ მიგაჩნიათ, კერძო სექტორში დასაქმებულები დეკრეტული შვებულების მთელ პერიოდზე იღებდნენ ანაზღაურებას მსგავსად საჯარო მოხელეებისა?);

აღსანიშნავია, რომ პასუხი მხოლოდ ხუთი პოლიტიკური პარტიისგან მიიღო.

„ქართულმა ოცნებამ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „პატრიოტთა ალიანსმა“, „ერთიანმა საქართველომ“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეებმა“ და „თავისუფალმა საქართველომ“ კითხვებს არ უპასუხეს.

„გირჩმა“ განაცხადა, რომ შრომის კოდექსი არღვევს ადამიანის უფლებებს, თავისუფალ შრომით ურთიერთობას უქმნის ბარიერს და ზრდის უმუშევრობას. მათი თქმით, შრომის კოდექსი საერთოდ არ უნდა არსებობდეს.

რაც შეეხება იმ ოთხ პარტიას, რომლებმაც „ღირსეული შრომის პლატფორმის“ შეკითხვებს უპასუხეს:

„ევროპულ საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაში საუბარი აქვს შრომის ინსპექციის აუცილებლობაზე და ასევე დეკრეტულ შვებულებზე. რაც შეეხება მინიმალურ ხელფასს, ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასა და უმუშევრობის შემწეობას, ორგანიზაციის მიხედვით, პარტია ამ საკითხებს არ ეთანხმება.

უმუშევრობის შემწეობის გარდა ყველა საკითხი აქვს პროგრამაში „ლელოს“.

აღსანიშნავია, რომ „ლეიბორისტული პარტია“ მინიმალურ ხელფასსაც, შრომის ინსპექციის საზედამხედველო ფუნქციასაც, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებასაც და უმუშევრობის შემწეობასაც ეთანხმება, ისევე როგორც „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“.

  • ჩვენი საქართველო ჯაშები

  • ლეიბები

  • ლელო

  • ევროპული საქართველო








  • 01
    /




ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები არიან ღია საზოგადოების ფონდი , ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოლიდარობის ქსელი , სოციალურ მუშაკთა გაერთიანება • Emc, Ertoba2013 საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირი.