შშმ ბავშვების მშობლებს შეეძლებათ, ბავშვის საჭიროებებთან დაკავშირებით დარეკონ 111-ზე | ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შშმ ბავშვების მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, დარეკონ ცხელ ხაზზე – 111 და შვილების საჭიროების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია. მისივე თქმით, COVID-19-ის მიმართულებით მათ საჭიროებებს მყისიერი რეაგირება მოჰყვება.

„ბავშვთა ცხელი ხაზი – 111, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე ამოქმედდა, მოემსახურება შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას COVID-19-ის მიმართულებით, და არა მხოლოდ.

ცხელ ხაზზე დაკავშირებით მშობლებს საშუალება ექნებათ, მათი საჭიროებები გადაეცეს ონლაინკლინიკას, რომელიც მოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროში. ეს ყველაფერი ექვემდებარება თამარ ბარკალაიას კონტროლს, რათა ყველა საჭიროება, რომელიც ბავშვებს და მათ მშობლებს ექნებათ პანდემიისას, იყოს გათვალისწინებული და მყისიერი რეაგირებაც მოჰყვეს”, – განაცხადა ტიკარაძემ.