შშმ პირები და 20-ზე მეტი ორგანიზაცია პარლამენტს ომბუდსმენობაზე ანა აბაშიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

პუბლიკა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ პირთა მშობლები და მათ საკითხებზე მომუშავე ადამიანები და ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის წევრებს, ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს მიმართავს, სახალხო დამცველის კანდიდატად მხარი ანა აბაშიძეს დაუჭირონ. მათი თქმით, ანა აბაშიძეს აქვს საქართველოს მომავალი სახალხო დამცველისთვის საჭირო ყველა აკადემიური, პროფესიული და პიროვნული თვისება, ღირებულება და ფასეულობა. გთავაზობთ განცხადებას:

„ვაცნობიერებთ რა საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული იმიჯისა და ევროკავშირთან დაახლოების საქმეში;

ვგრძნობთ რა ჩვენი ქვეყნის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრ სახელმწიფოდ არჩევასთან დაკავშირებით მომატებულ პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი გარანტიები;

ვაფასებთ რა, რომ 2022 წელს სახალხო დამცველობის მრავალფეროვან კანდიდატთა შორის, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად არის ექსპერტი, რომელსაც სახალხო დამცველობის დანარჩენ კანდიდატთა თანაბრად არსებულ ყველა კვალიფიკაციასა და გამოცდილებასთან ერთად აქვს კონკრეტულად შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით აკადემიური განათლება და პროფესიული გამოცდილება, როგორც საზოგადოების თანაბარი წევრები, ვსარგებლობთ რა ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების 1-ლი, მე-12, მე-8 და მე-10 წინაპირობებით გათვალისწინებული პოლიტიკური დეპოლარიზაციის, სახალხო დამცველად გამჭვირვალე პროცესის შედეგად დამოუკიდებელი პირის დანიშვნის, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვისა და ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის რეკომენდაციებით, ვერთვებით სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში და მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარი დაუჭიროთ ანა აბაშიძეს.

ჩვენი შეფასებით, ანა აბაშიძეს აქვს საქართველოს მომავალი სახალხო დამცველისთვის საჭირო ყველა აკადემიური, პროფესიული და პიროვნული თვისება, ღირებულება და ფასეულობა; თავის საქმიანობაში, შშმ პირთა, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისას, ის გამოირჩეოდა პარტიული მიუკერძოებლობით, დაბალანსებულობით, კეთილსინდისიერებითა და გულისხმიერებით, ორიენტირებული იყო თანასწორობაზე; ის უამრავი შშმ პირის ინტერესებს წარმოადგენს სასამართლოსა და სხვა ორგანოში, როდესაც მათ არ აქვთ წვდომა საჭირო სერვისებზე, დამხმარე საშუალებებზე, გარემოზე, განიცდიან დისკრიმინაციასა თუ ძალადობას დახურულ ინსტიტუციებში.

ჩვენი დაკვირვებით, უამრავი პოლიტიკოსი აფასებს შშმ პირთა უფლებებს, როგორც ზეპარტიულ საკითხს, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანი და ღირებულია ყველასთვის პარტიული კუთვნილებისდა მიუხედავად, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ შშმ პირთა უფლებების გარშემო გაერთიანებითა და სახალხო დამცველის არჩევით გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯი პოლიტიკური დეპოლარიზაციისკენ.

განცხადების დასასრულს მოგმართავთ შეხვედრისა და კონსულტაციის თხოვნით, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, ჩვენი პოზიცია სახალხო დამცველის ღირსეული კანდიდატურის შესახებ უფრო დეტალურად წარმოგიდგინოთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი;
  • კავშირი ქალი და რეალობა;
  • საქართველოს ყრუთა კავშირი;
  • შშმ ქალთა ორგანიზაცია პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის;
  • ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ;
  • ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში, თბილისი;
  • მშობელთა საინფორმაციო ცენტრი;
  • თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის;
  • კავშირი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება;
  • საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია;
  • ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი;
  • ააიპ მშობელთა ხიდი;
  • თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი_EPC;
  • ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი;
  • დიდი ოჯახი;
  • აიპ ,,ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის;
  • ააიპ ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი;
  • აჭარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების კავშირი;
  • საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი;
  • ააიპ სენტირე;
  • ააიპ ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკე;
  • ააიპ მზის შვილები;
  • პარტნიორობა თანასწორობისთვის;
  • სმენადი;
  • მარიანი;
  • ოლღა კალინა;
  • ეკა მაისურაძე;
  • მარინე კორკოტაძე;
  • გელა ბერაძე;
  • ნათია გოგოლაშვილი;
  • კობა ნადირაძე;
  • თამარ მაჭარაშვილი;
  • ლია ტაბატაძე;
  • ესმა გუმბერიძე;
  • ანა სიხაშვილი;
  • დიანა ჯანაშია;
  • გიორგი კისკეიძე;
  • რამინ მაჭარაშვილი;
  • გივი ჯვარშეიშვილი;
  • ნანა ბრეგვაძე;
  • ციური მაკარაძე;
  • თეონა ციცაგი;
  • მაია კუდავა;
  • ნათია შარვაძე;
  • მარიამ ხურცილავა;
  • თინა პარკაძე;
  • ნანა მდივანი;
  • ნინო ჭინჭარაული;
  • ნელი აკობია;
  • ირმა სახვაძე;
  • ნინო ომანაძე;
  • მაია ომიაძე;
  • ლელა მჭედლიძე;
  • დავით ყვირილიანი;
  • გიორგი გოგატიშვილი;
  • მარიამ ნინიკაშვილი;
  • სალომე შეკიშვილი;
  • გოჩა კალმახელიძე;
  • სალომე ქეცბაია;
  • ლეილა ხაჭაპურიძე;
  • ანა ხაჭაპურიძე;
  • ნინო გოგიბერიძე;
  • მარიამ დალაქიშვილი;
  • ნათია გუჩმანიძე;
  • ქრისტინა ხარატიშვილი;
  • ხატია გოგოჭური;
  • მანანა კვაჭანტირაძე;
  • თეონა ტკვაცირია;
  • ხატია მიქელაძე;
  • ეთერ შალიკაშვილი;
  • ნონა ქათამაძე;
  • სალომე გაბუნია;
  • ნინო ჯოხარიძე;
  • მარგო მიქელაძე;
  • მანანა სხირტლაძე;
  • დარეჯან კურტანიძე;
  • ფიქრია ჩაკვეტაძე;
  • ლელა გიგოლაშვილი;
  • ნინო კალანდაძე;
  • ირმა გადელია;
  • ნინო ნანუაშვილი;
  • ხათუნა ელისაშვილი;
  • მაია გაჩეჩილაძე;
  • დავით მოსიაშვილი;
  • ნათელა კოხტაშვილი;
  • ნანა კონჯარია;
  • სალომე ქირია;
  • ირმა კილაძე;
  • თეა მაკალათია;
  • ლია ქიმერიძე;
  • ირმა იდოიძე;
  • მზია ფიფია;
  • მარინე მათიაშვილი;
  • ნათია გოგია;
  • მაგდა ქობულაძე;
  • ანი ბუხრაშვილი;
  • მარინა გოგოლაძე;
  • გვანცა ფანგანი;
  • სალომე ქარცივაძე;
  • მელანო ბერიძე;
  • ლიკა ბერიძე;
  • ნინო ზედგენიძე;
  • ვერიკო სამსონიძე;
  • ეკა გველებიანი;
  • თამარ დალაქიშვილი;
  • ირინე ადეიშვილი;
  • ზიტა ცქვიტინიძე;
  • ნინო გომურიშვილი;
  • მაკა შარმაზანაშვილი;
  • მარეხი ბაზაძე;
  • მარინა ნაჭყებია;
  • ეკატერინე გოგიშვილი;
  • ნინო მაისურაძე;
  • ნათია კვიჟინაძე;
  • ბელა ხარბედია;
  • მარინა მოციქულაშვილი;
  • ლალი კიკნაველიძე;
  • მარინე ყანჩელი;
  • ეკა ვეკუა;
  • მანანა შარაბიძე;
  • ეკატერინა შალვარიანი;
  • ქეთი ლებანიძე;
  • მარიამ მიქიაშვილი;
  • თამილა საგინაძე;
  • შორენა გვიჩია;
  • მაია ბიბილეიშვილი;
  • ფიქრია ბარამიძე;
  • გურამ გოგოლაძე;
  • ლერი ხუროშვილი;
  • ელენე მჭედლიშვილი;
  • გიორგი ენუქიძე;
  • დიანა ხაზარაძე;
  • თამთა კუსრაშვილი;
  • თეონა ყაჭეიშვილი;
  • სოფიო ხუციშვილი;
  • ინგა ლოლაძე;
  • შორენა შავლაქაძე;
  • თამარ იარაჯული;
  • თამარ ლურსმანაშვილი;

მაკა კვანჭიანი

  • ნინო თანდიაშვილი
  • MAC Georgia/მაკ ჯორჯია
  • მოძრაობა ინკლუზიური საზოგადოება საქართველო
  • მაგდა ბეჟანიშვილი
  • დიმიტრი სილაგაძე
  • ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  • რუსუდან აბდუშელიშვილი
  • ზაალ დევაძე
  • ნატო ჭანტურიძე
  • ნატალია ბოჭორიძე
  • სამცხე- ჯავახეთის რეგიონის შშმ პირთა მშობლების ორგანიზაცია ,,კავშირი – თანადგომა შვილებს
  • თამარ წირქვაძე
  • სოფიო ტაკიძე
  • ლენიკო ლაგვილავა
  • მზისა სააკაძე
  • მაია ილურიძე
  • ნინო აბელაშვილი
  • ანა ლორთქიფანიძე
  • მაია ჯინისიანი
  • ზაურ ყაველაშვილი
  • ნაზი ქუმსიაშვილი
  • მანანა საბაშვილი
  • ნანა ქვათაძე
  • ნონა ჯალაბაძე
  • მაკა წერეთელი
  • ლიანა სეფერთელაძე
  • მაკა კობახიძე
  • ჯამილა დელიბაშვილი
  • მაკა შუბითიძე
  • თამთა საბელაშვილი
  • ინგა მამუჭარაშვილი
  • ასმათ ათუაშვილი
  • ნინო ბანძელაძე
  • მაკა სამადაშვილი
  • ირმა ფარულავა
  • მაკა დეკანოსიძე
  • ნათია კრიჭაშვილი
  • თამარ ბაზღაძე
  • მაია რაზმაძე
  • ააიპ მამიკო
  • ზაზა ადანაია
  • ქრისტინე ხუციშვილი
  • ნატო ნაცვლიშვილი
  • კარინე აიდინოვა
  • ნონა კენჭუაშვილი სიხარულიძე
  • ოჯახისა და ბავშვის მხარდაჭერის ქსელი
  • თამარ ფირცხალაიშვილი
  • ირმა გოგალაძე
  • ნინო ლონდარიძე
  • სოფიო ჯაფიაშვილი
  • მანანა ჯიქია
  • ლუიზა გაბაიძე
  • ელისო გოგიაშვილი
  • ანა ნინიაშვილი
  • მაია ბუჩუკური
  • თამარ ჩიკვაიძე
  • მარი ბოყოველი
  • ნათია ჩივაძე
  • მაკა ჯღამაძე
  • ლატავრა გეგეშიძე
  • ია შოთაძე
  • ბელა ბარათაშვილი
  • მარიამ ცინცაძე
  • ეკა ლოსაბერიძე
  • თეო ნოზაძე
  • დიანა ჯიშიაშვილი
  • ნინო კომახიძე
  • თამარ ბაზღაძე
  • ქეთევან ნებიერიძე
  • თეო ნოზაძე
  • ნატო ნადირაძე
  • ირმა მათიაშვილი
  • ნონა მეტრეველი
  • ბარბარე გალდავა
  • თაკო ბაქრაძე
  • ლელა საღირაშვილი
  • თინი გზირიშვილი
  • თიკო კიკლიაშვილი