გენერალური პროკურატურის ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა 80 წლამდე კაცს, რომელიც შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზეა ბრალდებული.
10 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კოტე ჭილაიამ კაცის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით.
საგამოძიებო უწყებამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) წარედგინა.