შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურამ შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარედგინა (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. შემთხვევა ქობულეთში მოხდა.