შშმ თემის ორგანიზებით, რუსთაველზე აქცია-მსვლელობა გაიმართა

პუბლიკა

„შეწყდეს ძალადობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე“ – ამ ლოზუნგით გაიმართა აქცია-მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, რომელიც შშმ თემმა დაგეგმა და მას აქტივისტები, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვა წევრებიც შეუერთდნენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მეტროსადგურში შშმ არასრულწლოვანზე ძალადობა სისტემური ძალადობის მხოლოდ ერთი ფრაგმენტია. აქციას ესწრებოდა დაზარალებული ლეონ ამბარცუნოვიც.

„ჩემი მთავარი სათქმელი არის, რომ პოლიციელი, რომელმაც მე მცემა, უნდა დაისაჯოს“, – განუცხადა მან მედიას.

„ძალადობა არის, როცა ჩემგან, სრწულწლოვანი და ზრდასრული ადამიანისგან მოითხოვენ, რომ სულ მყავდეს მინდობილი პირი, ხელის მოწერა რომ დამჭირდეს ან ეს ხელმოწერა ნოტარიუსთან უნდა დავამოწმო, ვიღაც მოწმე მჭირდება სულ. ტრანსპორტით ვერ ვსარგებლობ, გაჩერებები არ ხმოვანდება, შუქნიშნები არ მონტაჟდება ხმოვანი“, – განაცხადა ესმა გუმბერიძემ.