შსს-ს ცნობით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისში სხვადასხვა ადგილზე ნახატებს ხატავდა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისში სხვადასხვა ადდგილას ერთი და იმავე ფორმის ნახატებს ხატავდა.

უწყებაში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ფაქტი არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

მათივე ინფორმაციით, გარდა „კატების“ დამხატველი პირისა, ასევე იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი პირი, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე უკვე არსებულ ნახატებს ღებავდა საღებავით.

„გიდასტურებთ, რომ იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც ქალაქში ნახატებს ხატავდა. არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, ადმინისტრაციული სამართლაწარმოება დაიწყო, საქმე გადაეცემა რეაგირებისთვის შესაბამის სამსახურს. ასევე იდენტიფიცირებულია ის არასრულწლოვანი პირიც, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ წარწერებს საღებავით ღებავდა“, – განაცხადეს შსს-ში.