შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყება თბილისში 102-ე სკოლის მიმდებარედ ნარკოტიკული დანაშაულის მუხლით გამოძიებას ატარებს.
„tv პირველის“ ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია სკოლის დირექტორმა გამოიძახა. მათივე ცნობით, უწყებაში გამოძახება სკოლის მიმდებარედ, მიტოვებულ შენობაში ნარკოტიკის შესაძლო მოხმარება-დამზადების შესახებ შევიდა.
„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთ წლამდე.
მათი თქმით, ამ ეტაპზე უწყების თანამშრომლებს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება მიტოვებული შენობიდან არ ამოუღიათ.