შსს: 3 მილიონამდე ღირებულების მეთადონი ამოვიღეთ, დავაკავეთ ბელარუსის 2 მოქალაქე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2 მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ა.პ. და 1992 წელს დაბადებული გ.რ. – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

ამ განცხადების მიხედვით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომანქანის და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

“ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. – აცხადებენ შსს-ში.