შსს ამ დრომდე არ განმარტავს, რატომ ეთქვა უარი უკრაინელ ადვოკატსა და ჟურნალისტს საქართველოში შემოსვლაზე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში უკრაინის მოქალაქეების არშემოშვებასთან დაკავშირებით ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

27 ოქტომბერს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს უკრაინელ ჟურნალისტს, დიმიტრი გორდონს და მის მეუღლეს, ალისია ბაცმანს.

საქართველოში არ შემოუშვეს არც უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი.

შს სამინისტროს ამ დრომდე არ უთქვამს, რატომ ეთქვათ უარი უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაზე.

საქართველოში შემოსვლისას დაბრკოლებები შეუქმნეს უკრაინის ომბუდსმენს ლუდმილა დენისოვასაც. საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მისი კოლეგას საზღვარზე 40 წუთის განმავლობაში უსვამდნენ კითხვებს საქართველოში ჩამოსვლის მიზნებთან დაკავშირებით.

„უკრაინის ომბუდსმენი ასევე მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არაკეთილგანწყობილ და ცინიკურ დამოკიდებულებაზე“, – განაცხადა გუშინ საქართველოს ომბუდსმენმა.

ნინო ლომაჯრია უფლებამოსილების ფარგლებში გეგმავს, შეისწავლოს,   რატომ ეთქვათ უარი უკრაინელ ჟურნალისტებსა და ადვოკატს საქართველოში შემოსვლაზე.