შსს ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

პუბლიკა

მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავდათ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე პერიოდში და 31 მაისის ჩათვლით არ გაუვლიათ საბაჟო პროცედურები, 2021 წლის 1 ივნისიდან დაეკისრებათ კანონმდებლობით დადგენილი საჯარიმო სანქციები. ამის შესახებ განცხადებას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე პერიოდში შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა ორჯერ გადაუვადდათ და საბოლოო თარიღად 31 მაისი განისაზღვრა.