ბათუმში რესტორანში სროლა იყო – არის მსხვერპლი.
როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.
უწყებაში ამბობენ, რომ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
მედიაში გავრცელებული ვიდეოკადრებით მამაკაცს ზურგში რამდენიმე ტყვია ესროლეს. სროლის შედეგად ჩაიმსხვრა რესტორნის მინები.