შსს: ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი კაცი დავაკავეთ

პუბლიკა

შსს-ის განცხადებით, პოლიციამ ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი კაცი, რ.ც დააკავა.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში ურთიერთშელაპარაკებისას 1997 წელს დაბადებული ა.წ. დანის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ რ.ც. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

შსს-ის განცხადებით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.