შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ 30 აპრილს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ მიერ მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლისთვის მონიტორინგის განხორციელების პარალელურად, „მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით“ უწყების წარმომადგენლები იქნებიან მობილიზებული.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო დროს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი გამოხატავს პროტესტს, აქედან გამომდინარე, ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
მოვუწოდებთ პროტესტის გამომხატველებს, არ დაარღვიონ კანონი.
კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – აცხადებენ შსს-ში.
პარალელურად, ხვალ ჭიათურაში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.