შსს: დაკავებულია ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე 

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე – 1968 წელს დაბადებული ე.კ.

უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი ქურდობებისთვის იძებნებოდა.

„სამართალდამცველებმა მ.ი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულში დააკავეს. დაკავებულის  მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.