შსს: დავაკავეთ ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი – 1998 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდადებული, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ფიზიკურად გაუსწორდა თანმხლებ პირს, რომელსაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დაადგინეს დამნაშავის ვინაობა და მის მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება დაიწყო.

ჩადენილი დანაშაულისთვის ე.ა.-ს მარნეულის რაიონული სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.