შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი 2000 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს.
უწყება ამბობს, რომ მან 2023 წლის 30 აპრილს, 2001 წელს დაბადებულ დ.ო.-ს ცივი იარაღით სხეულის არეში განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნ.ქ.-ს დაუსწრებლად შეეფარდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.