შსს: ელექტროშოკი აიკრძალება სამოქალაქო ბრუნვაში, წიწაკის სპრეისა და აკუსტიკური იარაღის შესაძენად შსს-ს ნებართვა იქნება საჭირო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავეს და „ოცნების“ პარლამენტს წარუდგინეს.

უწყების განცხადებით, ცვლილებები მოიცავს შემდეგს:

  • ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი, რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია მხოლოდ ხმოვანი (ფუჭი) ვაზნის სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში, მისი საქართველოში შემოტანა დაექვემდებარება ნებართვას.
  • მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობის (ცნობა) წარდგენის საფუძველზე. ამასთან, ძალაში რჩება მოქმედი ნორმები, რომლითაც ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნისთვის მხოლოდ პოლიციის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე უშვებს;
  • პოლიციას ენიჭება უფლებამოსილება დაადგინოს აკუსტიკური იარაღის შეძენაზე შეზღუდვები, როგორც რაოდენობის, ისე შეძენის პერიოდულობის კუთხით;
  • გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) იმპორტი დაექვემდებარება ნებართვას; 
  • გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, შსს-ს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობა) წარდგენის საფუძველზე;
  • ელექტროშოკური მოწყობილობა აიკრძალება სამოქალაქო ბრუნვაში. მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოები ან კერძო დაცვითი ორგანიზაციები, საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად, შეძლებენ ელექტროშოკური მოწყობილობის შემოტანას და გამოყენებას.