როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის ტერიტორიაზე არავითარი ცეცხლსასროლი იარაღი არ შეუტანიათ.
მანამდე „მთავარმა არხმა” გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს იარაღი. სირაძე განმარტავს, რომ ეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელების აღჭურვილობაა.
შეგახსნებთ, რომ 15:00 საათზე პარლამენტის წინ ოპოზიციის ორგანიზებული აქცია გაიმართება, სადაც მოქალაქეები პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელი კანონპროექტის ჩაგდებას გააპროტესტებენ.