შსს: განზრახ მკვლელობის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი ცხელ კვალზე დავაკავეთ

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული მ.ჯ. ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხონის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1990 წელს დაბადებულ თ.ფ-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა“, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.