შსს-ის ცნობით, ბათუმში აქციაზე 9 პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირი დააკავა, – ამის შესახებ „პუბლიკას” უწყებაში განუცხადეს.

„სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდა 9 პირი.

აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”, – აცხადებს შსს.

რუსეთიდან წამოსული საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმის ნავსადგურში დღეს გამთენიისას შევიდა. მოქალაქეები მას საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლაც.