შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში პოლიციამ დააკავა 1992 წელს დაბადებული თ.წ, რომელსაც ბრალად ედება როგორც 2 ადამიანის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა, ისე – ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივლისს, თელავის სოფელ ლალისყურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა თ.წ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა 1995 წელს დაბადებულ ა.გ-ს და 1972 წელს დაბადებულ კ.ზ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად თ.წ. დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.