მოქალაქის, აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლში უკვე რამდენიმე საათია, ჩხრეკა მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „პუბლიკას” უთხრა, რომ ის დაკავებული არ არის, თუმცა, ჩხრეკა უკავშირდება სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთ საქმეს. უწყებამ კონკრეტული საქმე არ დაასახელა.
სამთავრობო ტელეარხ „რუსთავი 2-ის“ ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდებოდა მისი ყოფილი ქმრის, უჩა აბაშიძის საქმეს, რომელსაც ბრალად ედება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-კადრების უკანონოდ მოპოვებასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა.
უჩა აბაშიძის ყოფილი ცოლის, დოდი ხარხელის სახლთან დღეს პოლიცია იყო მობილიზებული. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის პოლიციამ დააკავა. თუმცა, დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„კურიერის“ ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდებოდა მისი ყოფილი მეუღლის, უჩა აბაშიძის საქმეს, რომელიც დაკავებულია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების უკანონოდ მოპოვებასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის. მას და მის ცოლს პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
როგორც „რუსთავი 2-ს“ შსს-ში განუცხადეს, დაკავებული არავინ არ არის, საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
ინფორმაცია, რომ დოდი ხარხელს აკავებდნენ, მისმა ქმარმა გაავრცელა.
გავრცელდა ვიდეოც, რომლის თანახმადაც, შვილის საბავშვო ბაღთან დოდი ხარხელს პოლიცია ოქმს ან განჩინებას უკითხავს, შემდეგ კი მანქანაში სვამს.
ვიდეოს და ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე პოლიცია დოდი ხარხელთან ერთად სახლში დაბრუნდა.