შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორად მამუკა ჯანგულაშვილი დაინიშნა, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი თვაური შეცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ჯანგულაშვილი აქამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობას იკავებდა, თუმცა პრემიერ-მინისტრის 14 აგვისტოს ბრძანებით, ის თანამდებობიდან გათავისუფლდა.