შსს-ს ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, კაცმა 4 პირი კონფლიქტის ნიადაგზე დაჭრა.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 მაისს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, 1990 წელს დაბადებულ მ.ჩ.-ს, 1987 წელს დაბადებულ ტ.ბ.-ს, 1986 წელს დაბადებულ ს.ჭ.-ს და 1992 წელს დაბადებულ ო.კ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულთაგან ერთ-ერთ მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. ხოლო სამი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა გ.მ ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.