შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების ბრალდებით დააკავეს 2005 წელს დაბადებული გ.ჯ.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში დაზიანება მიაყენა – 1997 წელს დაბადებულ ო.კ-ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ცნობით, დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.