შსს: ჯგუფურად  ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, დაკავებულია 4 პირი

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად  ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 4 პირი – 2001 წელს დაბადებული ქ.ა., 2002  წელს დაბადებული ე.კ., 1995 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული შ.კ. დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ოთხივე მათგანი ბრალდებულსი სახით დააკავა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელით დაუკავშირდნენ და მას სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000  აშშ დოლარი გამოსძალეს.

შსს-ს ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული და მობილური ტელეფონები. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.