შსს-მ 7 წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება 7 წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე.

ეს მუხლი გულისხმობს ოჯახში ძალადობას. და 1-იდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტელეკომპანია „ფორმულას” ინფორმაციით, სამეგრელოს ერთერთ სოფელში ოჯახის წევრები 7 წლის ბავშვზე ძალადობდნენ.

არასწრულწლოვანის ემიგრაციაში მყოფი მამა ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ამბობს, ბავშვი დედას, ანუ მის ყოფილ მეუღლეს და ბებიას (დედის დედას) რამდენიმე დღის განმავლობაში საღორეში ჰყავდათ ჩაკეტილი და ფიზიკურად ძალადობდნენ.