შსს-მ აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ერთ-ერთი აფთიაქიდან ფარმაცევტს დანის მუქარით ყაჩაღურად გასტაცა 340 ლარი და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა.

სამართალდამცველებმა გ.ლ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და აფთიაქიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო”, – აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.