შსს-მ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შსს განცხადებაში აღნიშნავს, რომ აღნიშნავს, რომ “მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი”.

ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლა„სქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვილი იპოვნეს.

ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს “სირცხვილიას” ოფისში მოძალადეების შეჭრისას. როგორც ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს: “ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ,  20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა”.

ლაშქარავას ოპერაცია ჩაუტარდა, მას ტვინის შერყევა დაუდგინდა და სახის ძვლების ჰქონდა ჩამტვრეული.