შსს-მ ბადრი ესებუას ძმა დააკავა

პუბლიკა

პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა დააკავა, – ამის შესახებ „პუბლიკას” ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს.

უწყებაში დაკავების მიზეზებზე არ საუბრობენ. მათი თქმით, პოლიცია საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.


21 ოქტომბერს,  დღის სამ საათზე, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შსს-ს ცნობით, შეიჭრა ბადრი ესებუა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი მოითხოვა მათი გათავისუფლების სანაცვლოდ. თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, ბოლოს კი შენობა ხელყუმბარით ხელში, ორ მძევალთან, სამხარეო პოლიციის უფროსსა და თანხასთან ერთად დატოვა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.