შსს-მ ბათუმსა და თბილისში „წითელი ცირკულარით“ ძებნილი 4 პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მძიმე დანაშაულებისთვის „წითელი ცირკულარით“ ძებნილი თურქეთის 4 მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავისუფლების აღკვეთის, ძარცვის, განზრახ მკვლელობის, უკანონოდ იარაღის ტარების, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, მუქარის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის, ნარკოდანაშაულისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით იძებნებოდნენ.

შსს აცხადებს, რომ დაკავებულების მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.