შსს-მ ჯავის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა.

გამოძიების ვერსიით, „სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა წარსულში მომხდარი პირადი კონფლიქტის გამო, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, თბილისში, ჯავის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1976 წელს დაბადებული ბ.ო. და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.“

პოლიციამ პირი მეორე დღეს დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.