შსს-მ ჯგუფური ძალადობის საქმეზე თეთრიწყაროში ორი ადამიანი დააკავა

პუბლიკა

შსს-მ თეთრიწყაროში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, „ბრალდებულებმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო თეთრიწყაროში, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანგარიშსწორების მიზნით, 1982 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ზე ორგანიზებულად, ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.

დაჭრილი მამაკაცი მოთავსებულია კლინიკაში.“

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.