პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.
უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლაზე ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა” გაავრცელა.
გუშინ, 6 ივლისს ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ „მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი.“