შინაგან საქმეთა სამინიტრომ „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
დღეს, 2021 წლის 04 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია რომ დავითგარეჯში ივერი მელაშვილს და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ისინი ადგილზე სიუჟეტის გადასაღებად იყვნენ. მათივე ინფორმაციით, ნაცემია „მთავარი არხის“ ოპერატორი და დამტვრეულია მისი კამერა.