შსს-მ პარლამენტთან აქციაზე 36 პირი დააკავა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული მუხლებით სამართალდამცველებმა 36 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე სულ დაკავებულია 36 პირი“,- აცხადებენ შსს-ში.

აღნიშნული მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პარლამენტთან შეკრებილები რუსული კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდნენ.

ამავე ტერიტორიაზე ასევე დააკავეს „პუბლიკის” დირექტორი და თანადამფუძნებელი ზურაბ ვარდიაშვილი და „ტაბულას” ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი. ისინი ამ დროისთვის გათავისუფლებული არიან.