შსს-მ პარლამენტთან აქციის გამართვის ფორმასა და დროებზე მითითება გამოაქვეყნა

პუბლიკა

შსს-მ პარლამენტთან აქციის გამართვის ფორმასა და დროებზე „შესასრულებლად სავალდებულო მითითება” გამოაქვეყნა – ის 21-31 დეკემბრის ჩათვლით და 2026 წლის 1-9 იანვრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და შინაარსობრივად ერთი და იგივეა.

შსს-ის ამ „მითითებით” რუსთაველის გამზირზე შეკრება დაშვებულია მსვლელობის გარეშე. ასევე, შსს წერს, რომ მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში.

2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეკრება თბილისში შოთა რუსთაველის გამზირზე:

  • შეკრების ფორმა: შეკრება (მსვლელობის გარეშე);
  • შეკრების ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №8, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია;
  • შეკრების დაწყების თარიღი/დრო: 2025 წლის 21-31 დეკემბერი, 19:00 საათი;
  • შეკრების დასრულების თარიღი/დრო: 2025 წლის 21-31 დეკემბერი, 24:00 საათი;
  • შეკრების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი: კახა წიქარიშვილი;
  • შეკრების თაობაზე გაფრთხილების შემოტანის თარიღი: 2025 წლის 17 დეკემბერი.

2026 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით შეკრება თბილისში შოთა რუსთაველის გამზირზე:

  • შეკრების ფორმა: შეკრება (მსვლელობის გარეშე);
  • შეკრების ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №8, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია;
  • შეკრების დაწყების თარიღი/დრო: 2026 წლის 1-9 იანვარი, 19:00 საათი;
  • შეკრების დასრულების თარიღი/დრო: 2026 წლის 1-9 იანვარი, 24:00 საათი;
  • შეკრების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი: კახა წიქარიშვილი;
  • შეკრების თაობაზე გაფრთხილების შემოტანის თარიღი: 2025 წლის 17 დეკემბერი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესასრულებლად სავალდებულო მითითება:

„2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით [ისევე როგორც 2026 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით] გასამართი შეკრების მონაწილეებმა შეკრებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს.

ამასთან, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე №8-ში მდებარე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება”, – წერია შსს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.


„შესასრულებლად სავალდებულო მითითების” გამოცემას ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც 12 დეკემბერს ამოქმედდა.