მოდელ რენატა ბეგიაშვილის საჯარო განცხადების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
რენატა ბეგიაშვილმა დღეს, 24 აპრილს Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო და აღნიშნა, რომ მასზე ქმარმა, შალვა იაშვილმა იძალადა.
„მე ბევრი წელი ვიყავი ძალადობაში, ჩემი შვილის მამაა ვითომ კაცი. სახელი-გვარი შალვა იაშვილია. ბევრის მეგობარი, ორი შვილია მამა, თვითონაც შვილია ყავს და ნეტა, როგორ მოიქცეოდა თავად რომ ენახა მისი უახლოესი საყვარელი ქალი ასეთ მდგომარეობაში, რას მოიმოქმედებდა. ბევრი წელი ჩუმად ვიყავი. პოლიციაში არ მინდა წასვლა. მეშინია, ჩემი შვილის მამას ცხოვრება არ დავუნგრიო, არ ვარ ეგ ადამიანი. მე მწამს ღმერთის და მჯერა მისი. მჯერა, რომ ყველა მოძალადე კაცი და ადამიანი დაისჯება. არცერთი მიზეზი არაა გამართლებული ჩემს თავს სარკეში რომ ვუყურებ. იცოდეთ მისმა მეგობრებმა და არამეგობრებმა. ისაა ფარული მოძალადე საშიშია შვილისთვის, საზოგადოებისთვის! ძალიან ბევრი წელი დავკარგე და ძალიან ბევრი მოვითმინე შვილისთვის, მაგრამ ეს ბოლო წვეთია. ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის. სული მტკივა, მაგრამ მჯერა, ძალიან კარგად ვიქნებით მე და სანდრაც!” – დაწერა ბეგიაშვილმა.
პოსტის გამოქვეყნების შემდეგ შალვა იაშვილმა ბრალდება სოციალურ ქსელში უარყო.