პოლიციამ 10 მაისის 21 საათიდან 11 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 106 მოქალაქე დააჯარიმა.
პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 3, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 7 პირი დააჯარიმა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ, 37 მოქალაქე დააჯარიმეს.