შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საუბარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ ქალი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანს სცემს.
კადრებში ჩანს, რომ ინციდენტის შემსწრეა მცირეწლოვანი ბავშვი და კაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლის პირველი ნაწილის პრიმა პუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 180-იდან 240 საათამდე, ანდა ორ წლამდე პატიმრობით.