არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებით, შსს-მ ტრანსგენდერი ქალების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
12 დეკემბერს „თანასწორობის მოძრაობამ“ გამართა „თანასწორობის ჯილდო 2019-ის“ გადაცემის ცერემონია. ჯილდო გადაეცა ლგბტქ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, მათ შორის ტრანსგენდერ ქალს.
ორგანიზაციის განცხადებით, დაჯილდოვების შემდეგმ გავრცელდა ვიდეო, სადაც დაჯილდოების ერთერთი მონაწილე იყო ტრანსგენდერი ქალი, ხოლო აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა ათასობით ადამიანმა და ჯგუფმა, სადაც ჰომოფობები აგინებდნენ და ემუქრებოდნენ ტრანსგენდერ ქალებს.
„იმდენად რამდენადაც ტრანსგენდერი ქალის სამუშაო ადგილი ცნობილია ჰომოფობებისთვის და მუქარის ფაქტებიც შეიცავდა რეალურ საფრთხეს, თანასწორობის მოძრაობამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – აცხადებს „თანასწორობის მოძრაობა“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.