შინაგან საქმეთა სამინსიტრო “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
“საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის – ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.
მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.
პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული, მათი ნაწილი უკვე ოფისშია შესულია.
სპეცდანიშნულების რაზმს ძალის გამოყენებით გამოჰყავს მელიას მხარდამჭერების გამოყვანა. სპეცრაზმის წევრების ნაწილი ცენტრალრი შესასვლელიდან შედის, ნაწილი კი სახურავიდან ცდილობს ოფისში შეღწევას.
ისმის სკანდირება – “მონებო”, “სირცხვილია”…