შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხადებით, ნიკა მელია “სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით”.
სამინისტროში ამბობენ, რომ “ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს.
„კოალიცია ცვლილებებისთვის” პრესსამსახურის ცნობით ნიკა მელია პოლიციამ ლისის ტბის ასახვევთან დააკავა, როდესაც ის გადაცემაში სტუმრად მიდიოდა.
ადვოკატის თქმით, ნიკა მელია გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და შემდეგ რამდენიმე პოლიციელმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის ტანამშრომლებმა იგი ძალის გამოყენებით, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დააკავეს.
ადვოკატი ამბობს, რომ მელიას არცერთ საქმეში აღმკვეთი ღონისძიება შეცვილლი არ ააქვს და “პრაქტიკულად მოიტაცეს”.
პრესსამსახურის ინფორმაციით ნიკა მელია დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ უნდა გამართულიყო. მისი განცხადებით იგი არ გეგმავდა პროცესზე მისვლას. საქმე ეხება პოლიტიკოსის გამოუცხადებლობას წულუკიანის კომისიაზე.